ნობელიანტები ქიმიაში

 

მაიკლ ლევიტი (Michael Levitt )

 

დაბადება: 1947-05-09 (პრეტორია,, სამხრეთ აფრიკა)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, სტენფორდი, აშშ.

პრემია:2013

„რთული ქიმიური სისტემების მოდელების განვითარებისთვის“

 

 

ჩვენი სამყარო შედგება ატომებისგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებისას ქმნიან მოლეკულებს.

ქიმიური რეაქციების დროს ატომები იცვლიან ადგილებს და წარმოქმნიან ახალ მოლეკულებს. რეაქციის მიმდინარეობის ზუსტად განსასაზღვრად იმ ადგილებში, სადაც რეაქცია მიმდინარეობს, საჭიროა გავაკეთოთ გამოთვლები კვანტური მექანიკის საფუძველზე. მოლეკულის სხვა ნაწილებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ კლასიკური მექანიკის ნაკლებად რთული გამოთვლები.

1970-იან წლებში მარტინ კარპლუსმა, მაიკლ ლევიტმა და არიე ვარშელმა წარმატებით შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც აერთიანებდა კვანტურ და კლასიკურ მექანიკას, კომპიუტერის გამოყენებით ქიმიური რეაქციების კურსების გამოსათვლელად.

 

ბიოგრაფია

მაიკლ ლევიტი დაიბადა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ებრაულ ოჯახში, ლიტვიდან. მან ჯერ პრეტორიის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ ლონდონის სამეფო კოლეჯში მიიღო განათლება, რომელიც დაასრულა 1967 წელს ფიზიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით.

1974 წელს გახდა კემბრიჯში მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

1987 წლიდან მაიკლ ლევიტი სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტრუქტურული ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია, 1993-2004 წლებში კი ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1983 წელს ლევიტი აირჩიეს მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ორგანიზაციის წევრად.

2002 წელს კი აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ