ნობელიანტები ქიმიაში

 

ჟან პიერ სოავჟი (Jean-Pierre Sauvage )

 

დაბადება: 1944-10-21 (პარიზი, საფრანგეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: სტრასბურგის უნივერსიტეტი, საფრანგეთი

პრემია:2016

„მოლეკულური მანქანების დიზაინისა და სინთეზისთვის“

 

 

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მცირე ზომის მანქანები,რომელთა შემადგენელი ნაწილები მოლეკულებია. მანქანის ფუნქციონირებისათვის კი საჭიროა მის ნაწილებს ერთმანეთთან მიმართებაში გადაადგილება შეეძლოთ.მოლეკულური მანქანები არის მოწყობილობები, რომლებიც მანიპულირებენ ცალკეულ ატომებთან და მოლეკულებთან. მათ შეუძლიათ გადაადგილება  ერთი ადგილიდან მეორეზე, ასევე დაუახლოვდნენ ისე, რომ მათ შორის წარმოიქმნას ქიმიური ბმა, ან გაიყონ ისე, რომ გაწყვიტონ ქიმიური ბმა. მოლეკულური მანქანის ზომა არ შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ეს ჩვეულებრივ რამდენიმე ნანომეტრია.მომავალში, მოლეკულური მანქანებმა შესაძლოა დიდი გამოყენება ჰპოვოს ახალი მასალებისთვის, სენსორებისთვის და ენერგიის შესანახი სისტემებისთვის.

პირველი ნაბიჯი მოლეკულური მანქანების შექმნისკენ გადადგა სოავჟმა 1983 წელს, ბეჭდის ფორმის ორი მოლეკულის შეერთებით,რომელსაც „კატენანს“ უწოდებენ. ჩვეულებრივი ქიმიური ბმებისგან განსხვავებით, კატენენებში მოლეკულები უკავშირდება ჯაჭვს, რომელშიც ბმულები ერთმანეთთან მიმართებაში უნდა გადაადგილდებოდნენ.

 

ბიოგრაფია

ჟან პიერ სოავჟი დაიბადა პარიზში, საფრანგეთი. მან 1971 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლუი-პასტერის უნივერსიტეტში, სტრასბურგში.

მეცნიერი მუშაობდა სამეცნიერო კვლევების ეროვნულ დე ლა რეჩერჩეის ცენტრში.

ჟან პიერ სოავჟი არის სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ