ნობელიანტები ქიმიაში
პოლ ბოიერი (Paul D. Boyer )
დაბადება: 1918-07-31 (ლოს ანჯელესი, აშშ)
გარდაცვალება: 2018-06-02
ალმა–მატერი: კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჯელესი, აშშ.
პრემია:1997
"ენზიმური მექანიზმის ახსნისათვის, რომელიც საფუძვლად უდევს ადენოზინ-ფოსფატის სინთეზს. "
პოლ ბოიერი დაიბადა პროვოში. 1943 წელს ბოიერმა მიიღო დოქტორის ხარისხი ბიოქიმიაში. 1959-1960 წლებში იყო ამერიკის ქიმიის საზოგადოების (ACS) ბიოქიმიის განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო 1969-1970 წლებში ამერიკის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი.
პოლ ბოიერი იყო ბიოქიმიის ყოველწლიური მიმოხილვის ასოცირებული რედაქტორი 1963-1989 წლებში. 1981 წელს მას მიენიჭა პრესტიჟული ტოლმანის მედალი ამერიკის ქიმიური საზოგადოების სამხრეთ კალიფორნიის განყოფილების მიერ.
ბიოგრაფია
მთელი ჩვენი ცხოვრება მოითხოვს ენერგიას. როგორც მცენარეებში, ასევე ცხოველებში ენერგია ინახება და ტრანსპორტირდება სპეციალური მოლეკულით, ადენოზინტრიფოსფატით (ატფ). როგორც ფოტოსინთეზის,ასევე სუნთქვის პროცესის დროს წარმოიქმნება წყალბადის იონების ნაკადი,რომლებიც ეხმარებიან ატფ სინთეზას ატფ მოლეკულის შექმნაში.ეს არის ფერმენტი,რომელიც ამარტივებს მიმდინარე პროცესს,ისე რომ საბოლოო პროფუქტის მიღებაში არ მონაწილეობს. 1974 წელს პოლ ბოიერმა წარმოადგინა თეორია, რომელიც ხსნიდა როგორ მუშაობს ატფ სინთაზა. თეორია დადასტურდა 1994 წელს, როდესაც ჯონ უოკერმა გამოიყენა რენტგენის კრისტალოგრაფია ატფ სინთეზის სტრუქტურის დასადგენად.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ