ნობელიანტები ქიმიაში
რიჰარდ ერნსტი (Richard R. Ernst )
დაბადება: 1933-08-14 (ვინტერტური, შვეიცარია., შვეიცარია)
გარდაცვალება: 2021-06-04
ალმა–მატერი: შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი. ციურიხი, შვეიცარია
პრემია:1991
"მაღალი სიზუსტის ბირთვულ მაგნიტური რეზონანსული სპექტრომეტრიის მეთოდოლოგიის განვითარებაში წვლილისათვის"
ბიოგრაფია
რიჩარდ ერნესტი დაიბადა შვეიცარიაში. ქიმიის ბაკალავრისა (1957 წელი) და დოქტორის (1962 წელი) ხარისხები მან ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში მიიღო.
1963-68 წლებში მუშაობდა მკვლევარ ქიმიკოსად პალო ალტოში (კალიფორნია).
1966 წელს ერნსტმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად მუშაობისას აღმოაჩინა, რომ ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის (NMR) ტექნიკის მგრძნობელობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, თუ NMR სპექტროსკოპიაში ტრადიციულად გამოყენებულ ნელ, ფართო რადიოტალღებს ჩაანაცვლებდა მოკლე, ინტენსიური იმპულსებით.
1968 წელს რიჩარდ ერნესტი დაბრუნდა შვეიცარიაში, რათა თავის ალმა-მატერში ესწავლებინა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ
ჩვენი სტუმრები
ჯული ჯიხვაშვილი
ქიმიის საგანს პირველად მერვე კლასში გავეცანი და დავრწმუნდი მის განსაკუთრებულობაში.
სწრაფი ბმულები




