1794 წელს დიდ ფრანგ ქიმიკოსს ანტუან ლავიაზიეს თავი მოჰკვეთეს. ლავუაზიემ დიდ წვლილი შეიტანა ალქიმიიდან ქიმიის გამოყოფაში. მან ერთ-ერთმა პირველმა წამოიწყო საუბარი ქიმიურ რეაქციებში მასის მუდმივობის კანონის შესახებ. აღმოაჩინა ჟანგბადის და წყალბადის ელემენტები და აჩვენა, რომ არავითარი ელემენატული "ფლოგისტონი" არ არსებობდა. ლავუაზიეს სახელთანაა დაკავშირებული ასევე მეტრული სისტემის ჩამოყალიბება.