მან აღმოაჩინა, რომ პლატინის ღრუბელს (ფოროვან მასას) შეეძლო წყალბადის მიერთებისათვის ხელის შეწყობა, რადგან ამცირებდა აქტივაციის ენერგიას. აღნიშნულმა მეთოდმა ხელი შეუწყო კატალიზის თეორიის ჩამოყალიბებას, ხოლო თვით ტერმინი კატალიზი კი შემოღებული იქნა 1835 წელს შვედი ქიმიკოსის იაკობ ბერცელიუსის მიერ.