1889 წლის 29 სექტემბერს განზომილებების განსაზღვრის კონფერენციაზე (CGPM) სიგრძის საზომ ერთეულად დადგენილი იქნა მეტრი. ერთ მეტრ მანძილად მიჩნეული იქნა პლატინისა და ირიდიუმის (10%) მასალისაგან დამზადებული ძელაკის ორ ჭდეს შორის მანძილი ყინულის ლღობის ტემპერატურაზე. მეტრის საერთაშორისო ორიგინალური პროტოტიპი ინახება განზომილებების საერთაშორისო ბიუროში (BIPM, Bureau International des Poids et Mesures, in Sèvres) საფრანგეთში.