1863
1863 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა გერმანელი ქიმიკოსი ეილჰარდტ მიტჩერლიხი (1794 - 1863)
მიტჩერლიხმა წარმოაყენა იზომორფიზმის თეორია, რომლის თანახმადაც ნაერთები, რომლებიც ერთად კრისტალდებიან, აქვთ მსგავსი სტრუქტურა და შედგენილობა.
მან აღმოაჩინა სელენმჟავა და გოგირდის მონოკლინური კრისტალური სტრუქტურა. შემოიღო დასახელება ბენზოლი და პირველვა დაასინთეზა ნიტრობენზოლი. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი ქიმიკოსთაგანი იყო, რომელმაც ახსნა კატალიზის როლი და მისი გავლენა რეაქციის სიჩქარეზე.
