1799
დაიბადა ისააკ ბაბიტი
1799 წლის 26 ივლისს დაიბადა ამერიკელი გამომგონებელი ისააკ ბაბიტი. იგი არის კალის შემცველი რბილი, ანტიფრიქციული შენადნობის ავტორი, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება სრიალის საკისრებში. ამ შენადნობს ავტორის საპატივსაცემოდ ბაბიტის მეტალი ეწოდება.
