1813
1813 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ბელგიელი ქიმიკოსი ჟან სტასი
სტასი იყო ერთ-ერთი პირველი ქიმიკოსი, რომელმაც ყველაზე დიდი სიზუსტით განსაზღვრა იმ დროისათვის ელემენტების ატომური წონა. მისი ატომური მასების სკალა დაფუძვნებული იყო ჟანგბადის ატომურ მასაზე, რომელიც მიჩნეული იყო 16-ის ტოლად.
მისმა ნაშრომმა უგულველყო მანამდის მიღებული უილიამ პრუტის თეორია, რომლის მიხედვითაც ელემენტების ატომური მასები განიხილებოდა როგორც წყალბადის ატომური მასისა და რაიმე მთელი რიცხვის ნამრავლი.
