1987 წლის 16 სექტემბერს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მონრეალში ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლის თანახმადაც უნდა შემცირდეს ოზონის ხვრელის წარმოქმნის ხელშემწყობი ნაერთების - ქლორთორნახშირბადების წარმოება. თუ შეთანხმება შესრულებული იქნება სრულყოფილად, მაშინ ოზონის აღდგენა შესაძლებელი იქნება 2050 წლისათვის.