საგანმანათლებლო პროგრამები

 

პროგრამის დასახელება ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ქიმიის ბაკალავრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს აგრარური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი  
მიზანი 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ქიმიის ზოგადი საფუძვლების შესახებ, შეუქმნას წარმოდგენა ქიმიური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშაოს ქიმიის დარგში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები.

ოთხწლიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფუნდამენტური თეორიული ცოდნის გარდა, ფლობენ მნიშვნელოვან კონკრეტულ უნარებს, როგორიცაა: თანამედროვე ქიმიურ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი, კვლევების განხორციელება, ანალიტიკური აზროვნება და კონკრეტული ამოცანების გადაჭრის უნარი.

მესამე და მეოთხე კურსებზე ყველა სტუდენტი დამოუკიდებლად ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას და ახორციელებს ჯუნიორ და სენიორ კვლევით პროექტებს, სადაც ხელმძღვანელთან ერთად უშუალოდაა ჩართული მოქმედ აქტუალურ კვლევაში. ამ პროექტების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებს, თანამედროვე ხელსაწყოებს და ქიმიის უახლეს მიღწევებს.

პროფესორების უმეტესობა სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში სურვილის შემთხვევაში.

პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, შესწავლილ იქნა მიჩიგანის უნივერსიტეტის და ჰამბურგის უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამები.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ქიმიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

 
სწავლის შედეგი  
დასაქმების სფეროები

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს, მათ შორის:

  • ქიმიური პროცესების მქონე საწარმოებში
  • ფარმაკოლოგიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში
  • ლაბორატორიებში, რომლებშიც ქიმიური ექსპერიმენტები და ტესტები ტარდება
  • ჯანდაცვის სფეროში
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებში
  • საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში

პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომითი ბაზრებისათვის.

 
ვებ–მისამართი https://agruni.edu.ge/ge/programs/bachelor/chemistry/?program=program
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა