შპს “მილკო ფუდი” (2014 წლამდე ეკო-ფუდი) რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიაა. კომპანია დაარსდა 2014 წელს თბილისში. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე მანქანა- დანადგარებითა და ლაბორატორიით, სადაც მოწმდება ნედლეული და პროდუქცია. უშვებს 40-მდე დასახელების პროდუქციას: რძეს, მაწონს, არაჟანს, კარაქს, კეფირს, ხაჭოს, მაიონეზსა და სხვა.
„მილკო ფუდმა“ პირველმა დაიწყო საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ დამკვიდრებული ბიოლოგიურად აქტიური ბიფიდო ბაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტების, კერძოდ, ბიფიდო-მაწვნის, ბიფიდო-კეფირის წარმოება, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, იცავს ალერგიისაგან, აღადგენს ენერგიას.
კვების ტექნოლოგია
მილკო ფუდი
- 26ა ახვლედიანის ქ., ორხევი, თბილისი
- (+995 32) 245 80 90
- contact@milkofood.ge
