APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
კვების ტექნოლოგია

ვინიფერა ჯორჯია

ჩვენს შესახებ

შპს “ვინიფერა”-ს აქტივშია: საკუთარი ვენახები (5,5 ჰა) US- AID-ის პროგრამით თანადაფინანსებული სამაცივრე მეურნეობა, მეურნეობის მიმდაბარე მიწის ნაკვეთი, განკუთვნილი ახალი მშენებლობისათვის საჭირო კომუნიკაციებით.

ვენახებში გაშენებულია ევროპასა და აშშ-დან შემოტანილი სუფრისა და ტექნიკური თანამედროვე ჯიშის ყურძენი. ვენახის მოსავლიანობა შეადგენს 120-150 ტონა ყურძენს.

კომპანიის მზა პროდუქცია: სუფრის ყურძენი, ყურძნის მურაბა, ყურძნის მარინადი, ჯემი, ღვინო.

გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დამზადებული პროდუქცია იყიდება, როგორც საქართველოს სავაჭრო ქსელებში, ასევე იგზავნება გერმანიასა და ჩინეთში.

შპს “ვინიფერა”-ს მეურნეობაში დასაქმებულია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე 2008 წლის რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის შედეგად ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული დევნილები, რომელთა საარსებო წყაროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა.

წარმოებული პროდუქცია

სუფრის ყურძენი, ყურძნის მურაბა, ყურძნის მარინადი, ჯემი, ღვინო.

კვების ტექნოლოგია