APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
კითხვა-პასუხი

შეეკითხე მეცნიერს

დაუსვით შეკითხვა ქიმიის, ქიმიური ექსპერიმენტის ან ქიმიური ტექნოლოგიის შესახებ - პასუხს გაგცემენ საქართველოს წამყვანი მეცნიერები.

კითხვა

პოლივინილის სპირტი განიცდის თუ არა პოლიმერიზაციას UV დაშუქების შემთხვევაში? სად შეიძლება ამ მასალის შეძენა საქართველოში,
წინასწარ მადლობთ

ბებია ვიტალი

პასუხი

რა თქმა უნდა არ „პოლიმერიზდება“. პოლივინილის სპირტი თვითონ პოლიმერია. მართალია უჯერ ბმებს არ შეიცავს, მაგრამ თუ უი დასხივება ხისტია, მაშინ როგორც ყველა პოლიმერი, გაიკერება რადიკალური მექანიზმით (C-H ბმების ჰომოლიტური გახლეჩის ხარჯზე).

შესაძლებელია „ნორმალურ“ გაკერვად პოლიმერში გადაყვანა OH-ჯგუფების უჯერი მჟავათი (მაგ., აკრილის) აცილირების ხარჯზე. მაგრამ გაკერვის პროცესი არ არის პოლიმერიზაცია, იგი უფრო ვულკანიზაციის „ნათესავია“

შეკითხვას პასუხობს: პროფ. რამაზ ქაცარავა

ყველა კითხვა