კითხვა
გამარჯობათ, როგორც ვიცი საპონს დამზადების შემდეგ 4 -დან 6 კვირამდე სჭირდება დრო რომ გაშრეს და გამოსაყენებლად ვარგისიანი იყოს. მაინტერესებს არსებობს თუ არა რამე საშრობი რის დახმარებითაც შევძლებ გაშრობის დროის შემცირებას. წინასწარ გიხდით მადლობას.
თეო
პასუხი
საპნის მიღების შემდეგ მიმდინარეობს მისი კრისტალიზაციის პროცესი, რომლის შემდეგაც იგი იღებს საბოლოო კონსისტენციას. სამწუხაროდ, რაიმე სპეცილური მოწყობილობა პროცესის დასაჩქარებლად არ არსებობს. ერთადერთი, რითაც შეიძლება ხელი შეუწყოთ, არის შრობა-კრისტალიზაციის პროცესის ხელსაყრელი პირობების (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.) შექმნა.
შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge
