შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ შემდეგ შეკითხვაზე:როგორ გავიგოთ შეიცავს თუ არა ამონიუმის ქლორიდი სუფრის მარილის მინარევს? წინასწარ გიხდით მადლობას.მერი გველესიანი
პასუხი:.
ამინიუმის ქლორიდს ნატრიუმის ქლორიდისაგან განსხვავებით ახასიათებს სუბლიმაცია. სუბლიმაციის დროს იგი იშლება აირად პროდუქტებად - ამიაკად და ქლორწყალბადმჟავად.ამდენად ნატრიუმის ქლორიდის მინარევის აღმოსაჩენად, გააცხელეთ თქვენი ნარევი. მყარი ნაშთის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ იგი მოიცავს ნატრიუმის ქლორიდსაც.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი
ჩვენი სტუმრები
პროფ. გიორგი ტიტვინიძე
საქართველო და წარმატებული კვლევები ალტერნატიული ენერგიის წყაროების სფეროში
სწრაფი ბმულები




