ეს საინტერესოა

 

ნანონაწილაკები და რეაქციისუნარიანი ჟანგბადის გამოთავისუფლება

კანადელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს და დაასინთეზეს ნანონაწილაკები, რომლებიც ლაზერით დასხივებით სინგლეტურ ჟანგბადს გამოანთავისუფლებენ. ახალ ნანონაწილაკებს შეუძლიათ ფოტოდინამიკური თერაპიის ეფექტურობის გაზრდა.

განსაზღვრულ პირობებში ჟანგბადი, შუქი და ფოტოსენსიბილიზატორის მოლეკულები განაპირობებენ ხანმოკლე და საკმაოდ რეაქციისუნარიანი სინგლეტური ჟანგბადის ნაწილაკის წარმოქმნას. ეს პროცესი ფოტოდინამიკური თერაპიის საფუძველს წარმოადგენს , რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ. ფოტოდინამიკური თერაპიისათვის ჩვეულებრივ აუცილებელია მიზნობრივ-უჯრედებში ჟანგბადის არსებობა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ნორმალური ქსოვილები.

ნეილ ბრანდამ (Neil Branda) თავის კოლეგებთან ერთად საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტიდან შეიმუშავეს სისტემა, რომელიც დამოკიდებული არ არის მიზნობრივ-უჯრედებში ჟანგბადის შემცველობაზე. მკვლევარებმა ანთრაცენის ენდოპეროქსიდული ლიგანდები მიამაგრეს ოქროს ნანონაწილაკების ზედაპირზე. ამ ნაწილაკებზე ლაზერის იმპულსური დასხივება ფოტოთერმულ ეფექტს იწვევს, რომელიც საკმაო რაოდენობის სითბოს იძლევა ენდოპეროქსიდული კავშირების გასაწყვეტად და სინგლეტური ჟანგბადის გამოთავისუფლებისათვის.

 

სრულად

 

წყარო:Chem. Commun., 2013, DOI: 10.1039/c3cc42217h

 

გამოქვეყნებულია: 12-11-2013