ეს საინტერესოა

 

როგორ გავახადოთ ოქროს მოპოვების პროცესი უსაფრთხო?

მკვლევარებმა აშშ-დან შეიმუშავეს ოქროს სელექტიური გამოყოფისა და აღდგენის მეთოდი პირველადი ნედლეულიდან და მეორადი რესურსებიდან, მათ შორის შენადნობებიდან და ჯართიდან, რომელთათვისაც სიმინდის სახამებლიდან გამოყოფილი მარტივი ნახშირწყლები გამოიყენება.

სამუშაოს შედეგები შეიძლება გახდეს, უკვე ცნობილ ციანიდურ მეთოდთან შედარებით, უფრო იაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივის საფუძველი. არსებული მეთოდით, რიგ შემთხვევაში, გარემოს დაბინძურება გარდაუვალია.

ჩვეულებრივ ოქროს გამოყოფა საბადოებიდან და ნარჩენებიდან, მათ შორის ძველი ელექტრონიკით, ტოკსიკური ციანიდის საშუალებით წარმოებს, რომელიც ციანოკომპლექსის წარმოქმნით ოქროს ხსნად ფორმაში გადასაყვანად გამოიყენება. მიუხედავად ცინიდური მეთოდით ოქროს მოპოვების ეფექტურობისა და სელექტიურობისა, ის შეიძლება სახიფათო გახდეს მომპოვებელი მრეწველობის მოსამსახურე პერსონალისა და გარემოსათვის, მისი გაჟონვის რისკის გამო.

ფეიზერ შტოდარტმა(Fraser Stoddart) კოლეგებთან ერთად, ევანსტონეს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, თავი დაეღწიათ ტოკსიკური რეაგენტებისაგან და ნაცვლად გამოეყენებინათ α-ციკლოდეკსტრინი - პოლისაქარიდი, რომელიც სიმინდის სახამებლისაგან გამოიყოფა. აღნიშნული პოლისაქარიდის ოქროსბრომიდის შემცველ წყალხსნარში შეტანისას, ოქროსშემცველი ნალექი სწრაფად ვარდება და აღმდგენელით, მაგალითად ნატრიუმის მეტაბისულფიტით დამუშავების შედეგად, წარმოიქმნება მეტალური ოქრო.

აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, როდესაც შტოდარტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა α-ციკლოდეკსტრინის ხსნარი ოქროს ხსნად მარილს შეურია, რათა მიეღო კუბური ფორმის ფორებიანი სამგანზომილებიანი კოორდინაციული პოლიმერი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გაზებისა და სხვა დაბალმოლეკულური ნაერთების შესანახად. ასეთი შერევის შედეგად მან მიიღო წყალში უხსნადი ნემსისებური კრისტალები.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Commun., 2013, 4, 1855 (DOI: 10.1038/ncomms2891)

 

გამოქვეყნებულია: 17-08-2013