ეს საინტერესოა

 

ნანოშეფუთული ფერმენტები მთვრალ თაგვებს აფხიზლებენ

მეცნიერებმა აშშ და ჩინეთიდან შეიმუშავეს თხელ პოლიმერულ გარსში ფერმენტთა ნაკრების ინკაფსულირების მეთოდი. კვლევის შედეგები ფერმენტებს აძლევს საშუალებას განახორციელონ თანმდები-თანმიმდევრული რეაქციები დახურულ სივრცეში, ისე როგორც ეს მიმდინარეობს ცოცხალ სისტემებში.

სისტემის მუშაობა ილუსტრირებული იქნა მთვრალი თაგვების გამოფხიზლების მაგალითით, რაც ნანოშეფუთული ფერმენტების კომპლექსით ეთანოლის დაშლითაა განპირობებული.

იუნფეგ ლიუ (Yunfeng Lu) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ლოს-ანჟელესი) აღნიშნავს, რომ ეუკარიოტულ უჯრედებში ფერმენტების დიდ ნაწილს არ შეუძლია თავისუფალი დიფუნდირება ციტოზოლის ზღვრებში, არამედ იმყოფება ნაწილობრივ შეჭიდულ მდგომარეობაში სუბუჯრედული ორგანოიდების მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებების გამო, ან ეს ფერმენტები ერთობლივად არიან ლოკალიზებული სხვა ფერმენტთა კომპლექსებთან. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება იძლევეა ინტერმედიატების დიფუზიის მინიმალიზირების საშუალებას ერთი სახის ფერმენტიდან სხვა სახის ფერმენტზე გადაადგილების დროს, რაც განაპირობებს მთლიანი პროცესის ეფექტურობის სრულ გაზრდას და სპეციფიურობას. ასეთი დიზაინის ნაკრები საშუალებას იძლევა რეაქციის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები ამ ფერმენტებით ოპერატიულად იქნას დაშლილი და ასევე ლოკალიზებული სუბუჯრედების სტრუქტურულ ზღვრებში.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Nanotechnol., 2013, DOI: 10.1038/nnano.2012.264

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013