ეს საინტერესოა

 

გრიპის საწინაამდეგო ახალი ტიპის პრეპარატები

მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კანადის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, შეიმუშავეს გრიპის საწინააღმდეგო ახალი კლასის პრეპარატები, რომლებიც გარდა ახალ შტამებთან გამკლავებისა გამოიმუშავებენ რეზისტენტულობას გრიპის მიმართ. იგივე ტიპის ახალი უფრო ეფექტური წამლების შემუშავება კონტროლს გაუწევს გრიპის მომავალ პანდემიას.

ყოველწლიურად მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით გრიპით დაავადებულების მილიონი შემთხვევა ფიქირდება, რომლის გართულებაც არც თუ იშვიათად ლეტალურად მთავრდება. დღეს ყველაზე ეფექტური ანტივირუსული პრეპარატებია - ტამიფლუ (ოსელტამივირის სულფატი) და რელენზა (ზანამივირი), რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ ნეირამინიდაზის ინჰიბიტორებს და აჩერებენ ვირუსის გავრცელებას ამ პრეპარატების სტრუქტურაში შემავალი ელემენტების ხარჯზე, რადგან ისინი ერთნაირად ბლოკავენ ფერმენტის მუშაობას, რომელიც ლოკალიზებულია ნეირამინიდაზის ვირუსის გარსში.

თუმცა არსებობს პრობლემა რაც დაკავშირებულია გრიპის ვირუსის მუდმივ მუტაციასთან და ჩნდება შტამები, რომლებიც მდგრადია ამ პრეპარატების მიმართ. ამ გარემოებიდან გამომდინარე არის გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ შეიქმნას ახლი ტიპის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლის მოქმედება დაფუძვნებულია სხვადასხვა პრინციპებზე.

 

სრულად

 

წყარო:Science, 2013, DOI: 10.1126/science.1232552

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2013