ეს საინტერესოა

 

რატომ უმატებენ ვისკის წყალს?

არსებობს მიზეზი, რის გამოც ვისკის წყალში აზავებენ ბოთლებში ჩამოსხმის წინ. იგივე მიზეზი ასევე ბევრ ვისკის მოყვარულს აიძულებს ჭიქებში დაამატონ რამდენიმე წვეთი წყალი - ეს მას უფრო გემრიელს ხდის. რატომ არის ეს ასე? მკვლევარებმა ბიორნ კარლსონმა და რენ ფრიდმანმა ლინეუსის უნივერსიტეტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს პასუხი ამ კითხვაზე.

 

ვისკი  ქიმიის თვალსაზრისით რთული სასმელია, რადგან ალაოდ გარდაქმნის, ხარშვის, დუღილის, დისტილაციისა და დამწიფების შემდეგ, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში მუხის კასრებში ინახევენ და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. იგი პრაქტიკულად ეთანოლის 40%-იან წყალხსნარს წარმოადგენს გემური და სურნელოვანი ნაერთების მცირე შემცველობით.

 

"ვისკის გემო პირველ რიგში უკავშირდება ეგრეთ წოდებულ ამფიპატურ მოლეკულებს, რომლებიც ჰიდროფობური და ჰიდროფილური ნაწილებისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი მოლეკულაა გვაიაკოლი, ნივთიერება, რომელიც ვისკის სძენს შებოლილ არომატს  ტორფის კვამლზე ალაოს დამზადებისას“, - განმარტავს კარლსონი.

 

გვაიაკოლის  და სხვა მსგავსი ნაერთების გემო და არომატი უმჯობესდება, როდესაც ბოთლებში ჩამოსხმის წინ სპირტი განზავდება. გემო შეიძლება უფრო მკვეთრად იყოს გამოხატული მისი შემდგომი განზავებისას. მაგრამ რამდენია წყლის წვეთების ოპტიმალური რაოდენობა თქვენს ვისკში?

"გემოსა და არომატის შეგრძნება ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი ირჩევს ვისკის ყინულის კუბები დაამატოს, გააციოს და უფრო მსუბუქი გემო მისცეს. ამრიგად, ზოგადი პასუხი არ არსებობს იმაზე, თუ რა მოცულობის  წყალი უნდა დაუმატოთ ვისკის  საუკეთესო გემოვნების გამოცდილების მისაღებად", - ასკვნის კარლსონი.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Björn C. G. Karlsson, Ran Friedman. Dilution of whisky – the molecular perspective. Scientific Reports, 2017; 7 (1)

 

გამოქვეყნებულია: 18-06-2021