ნიჰონიუმისა და მოსკოვიუმის მასები დადგენილია

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა 113-ე და 115-ე ელემენტების, ნიჰონიუმისა და მოსკოვიუმის, მასები დაადგინეს!

2016 წელს ელემენტთა პერიოდულ სისტემას 4 ახალი ელემენტი(ნიჰონიუმი, მოსკოვიუმი, ტესესინი, ოგანესონი) შეემატა. ეს სუპერმძიმე ელემენტები სულ რამდენიმე წამის განმავლობაში არსებობენ, შემდეგ კი იშლებიან. ამის გამო მათი თვისებების შესწავლა მეცნიერებისთვის რთულია.



რამდენიმე წლიანი ძალისხმევის შედეგად მკვლევარებმა ორი ელემენტის მასა განსაზღვრეს. ცდების მიხედვით ნიჰონიუმისა და მოსკოვიუმის ატომური მასები შესაბამისად 284-ისა და 288-ის ტოლი აღმოჩნდა.



მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ




წყარო:
Emma Stoye, chemistryworld.com

გამოქვეყნებულია: 16-12-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას