მოლეკულური მიკროსკოპიის ახალი აღმოჩენა

ადამიანის თითოეულ უჯრედში ცილას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი დახმარებით, თუ როგორ მოქმედებს ის თითოეულ უჯრედში, შეგვიძლია გავიგოთ ეს უჯრედი იცოცხლებს თუ მოკვდება. ეს ინფორმაცია ადრეული გაფრთხილებაა დაავადებების წარმოშობის. მაგრამ ასეთი დეტალური ინფორმაციის დადგენა ძნელია იმის გამო, რომ დღევანდელი ანალიტიკური მეთოდები საჭიროებს ასობით ათასი უჯრედის ნიმუშს. მაგრამ უახლესი აღმოჩენის შედეგად რომელიც ჩაატარეს Pacific Northwest National Laboratory-ს მკვლევარებმა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მინიმალური დანახარჯით. ამ ლაბორატორიის მკვლევარებმა შეიმუშავეს "მოლეკულური მიკროსკოპი", რათა აღმოაჩინონ და განსაზღვრონ ცილები მხოლოდ რამდენიმე უჯრედის ნიმუშებში, ან თუნდაც ერთ უჯრედში და გამოიყენონ ეს ინფორმაცია რათა განასხვავონ დაავადებული და ჯანსაღი ქსოვილები ერთმანეთისგან.



ახალ აპარატს შეუძლია გაანალიზოს ქსოვილის ნიმუშები 500-ჯერ უფრო მცირე უჯრედებისგან , ვიდრე საჭიროა სხვა ცილის საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებისთვის. მკვლევარებმა ასევე გამოიგონეს ტექნოლოგია, რათა აღმოაჩინონ ათასობით ცილები ჯანმრთელი ადამიანის ტვინის, ფილტვის, ღვიძლისა და საშვილოსნოს უჯრედების მცირე რაოდენობიდან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა უფრო მიზანმიმართული და ინდივიდუალური მკურნალობის საშუალებას იძლევა.



ამ აღმოჩენის მიზანი ერთგვარად არის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. რაიან კელი, რომელსაც ამ ახალ აღმოაჩენაში უდიდესი როლი უკავია, იმედოვნებს დაავადებული უჯრედების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ეფექტურად შეამცირებს კიბოთი გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას. ამავდროულად ამ აღმოჩენას მხარს უჭერს ქიმიკოსი დევიდ გუდლეტი რომელმაც თქვა „ მეცნიერებმა შეიმუშავეს პრობლემის მოგვარების ელეგანტური გზა“.



მასალა მომზადებულია თამარ კუპატაძის მიერ




წყარო:

გამოქვეყნებულია: 12-12-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას