მეტეორიტებში ნაპოვნია სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი

1998 წელს მაროკოს თავზე გაიარა მეტეორის წვიმამ. დედამიწის ატმოსფეროში გავლის შემდგომ გადარჩენილი ნატეხები მეცნიერებმა შეაგროვეს და დააკონსერვეს ერთერთ კოსმოსურ ცენტრში. ახლახანს მეცნიერებმა გადაწყვიტეს ციდან ჩაამოვარდნილი ფრარგმენების რენდგენური სპექტროსკოპიის დახმარებით ღრმა ანალიზი ჩაეტარებინათ.

მეტეორიტიდან იქნა გამოყოფილი პატარა კრისტალები- (halites), რომლებსაც შეეძლოთ წარმოქმნილიყვნენ მხოლოდ წყლის თანაობისას. მათში მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ რთული ქიმიური ნაერთები, მათ შორის ამინომჟავები- თანამედროვე შეხედულებით,ზუსტად ეს კომპონენტებია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭირო.

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ადასტურებს იმ შეხედულებას, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა წარმოიქმნა კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ნივთიერებების საფუძველზე, ასევე გვაჩვენებს სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას სხვა პლანეტებზეც.

მასალა მომზადებულია სოფო გელოვანის მიერ.




წყარო:
Q. H. S. Chan, M. E. Zolensky, Y. Kebukawa, M. Fries, M. Ito, A. Steele, Z. Rahman, A. Nakato, A. L. D. Kilcoyne, H. Suga, Y. Takahashi, Y.Takeichi, K. Mase. Organic matter in extraterrestrial water-

გამოქვეყნებულია: 24-06-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას