ბუნებრივი აირის ჰიდრატი - ბუნებრივი გაზის ახალი წყარო?

ჩინურმა ნავთობკომპანიებმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს ზღვის ფსკერიდან ბუნებრივი აირის ჰიდრატის მოპოვება. ადგილობრივმა ტელევიზიამ ამ მოვლენას ნახშირწყალბადური (ჰიდროკარბონური) რევოლუცია უწოდა, რომელიც ჩინეთს მოწინავე ადგილზე გაიყვანს ბუნებრივი აირს მომპოვებელ ქვეყნებს შორის.

საწვავი ყინული ამოიღეს 1.2 კმ სიღრმიდან. წყალქვეშა ჭაბურღილი მდებარეობს ჰონკონგიდან 285 კმ-ზე. კვირის განმავლობაში 120 კუბური მეტრი ჰიდრატი იქნა მოპოვებული, რომელიც შეიცავდა 99.5% მეთანს.

ბუნებრივი აირის ჰიდრატი არის კრისტალური ნაერთი, რომელიც ფორმირდება წყლისა და აირისაგან განსაზღვრულ ტემპერატურასა და წნევაზე. ერთი კუბური მეტრი ჰიდრატი ექვივალენტურია 160 კუბური მეტრი აირად მდგომარეობაში მყოფი ბუნებრივი აირის.

„საწვავი ყინულის“ მარაგი მრავალ ქვეყანაშია, მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო მისი მოპოვება. ეს საკმაოდ რთულიცაა და ძვირიც ჯდება. ამ იდეაზე მუშაობენ იაპონელი და კანადელი მეცნიერები, მაგრამ ჩინელებმა ყველას დაასწრეს და უპირატესობა მოიპოვეს. ჯერჯერობით ექსპერტები ფრთხილობენ თამამი კომენტარების და შეფასებების გაკეთებას. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სრულმასშტაბიანი ნახშირწყალბადური რევოლუციისაკენ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. თუმცაღა, არ აღვნიშნოთ წარმატებები შეუძლებელია.

მასალა მომზადებულია თათუ ჯიბლაძის მიერ




წყარო:
Nacked Science

გამოქვეყნებულია: 31-07-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას