117-ე ელემენტის ერთადერთი ატომი

დედამიწაზე ყველაფერი, რასაც იცნობთ და რაც გიყვართ სხვადასხვა სახის ატომებისაგან არის აგებული. მათი ასაკი მილიარდობით წელს ითვლის. უმეტესობა დიდი კოსმოსური ან ვარსკვლავების აფეთქების შედეგად კოსმოსში გაიფანტა, მერე ახალდაბადებული დედამიწის შემადგენელ ნაწილად იქცა, მას შემდეგ კი დაუსრულებლად ცირკულირებდა ქვიდან ბაქტერიებში, ადამიანებსა თუ ცხოველებში. მე-19 საუკუნის ბოლოს დიმიტრი მენდელეევმა თავის პერიოდულ სისტემაში ელემენტები მასისა და სხვა თვისებების მიხედვით დააჯგუფა. მოგვიანებით, ყოველ ელემენთას თავისი ნომერი მიენიჭა, რომელიც მისი ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას შეესაბამება.

ბუნებაში არსებული ყველა ელემენტი-სხვადასხვა სახის ატომები-დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. დღეს ახალი ელემენტის აღმოჩენას და მატერიის შესახებ ცოდნის გაღრმავებას თუ მოისურვებთ, ჯერ ამ ელემენტის შექმნა მოგიწევთ.

2012 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ დუბნაში, იური ოგანესიანის ლაბორატორიის კაბინეეტში ზარმა დარეკა, ოთახში ბირთვული ფიზიკის 12 სპეციალისტი იჯდა. შერემონტებული ციკლოტრონი ფოლგის პატარა ნაჭერს კალციუმის ატომებით 108 მლნ კმ/სთ სიჩქარით ბომბავდა. ზანზალაკის რეკვა იუწყებოდა, რომ ახალი ატომი დაიბადა. იმ მომენტში ის 117-ე ელემენტის ერთადერთი ატომი იყო მთელ დედამიწაზე და მხოლოდ მე-19, რაც ოდესმე არსებულა. დანარჩენებიც ამავე ლაბორატორიაში იყო შექმნილი და ყველა მათგანი სწრაფადვე გაუჩინარდა. არ გასულა წამი და ეს ატომიც მათ კვალს მიჰყვა.

მასალა მომზადებულია ელენე ჯოხაძის მიერ




წყარო:
National Georgraphic

გამოქვეყნებულია: 24-01-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას