ეს საინტერესოა

 

ტეტრანიტრატეთანი - ყველაზე ძლიერი მყარი ჟანგბადშემცველი დამჟაგველი

ტეტრანიტრატეთანი მიღებული იქნა თომას კლაპოტკეს ხელმძღვანელობით. იგი საინტერესო ნაერთია არა მარტო იმიტომ, რომ მყარ მდგომარეობაში შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობის ჟანგბადის ატომებს, არამედ იმითაც, რომ ერთ ნახშირბადატომთან დაკავშირებულია ერთზე მეტი ჟანგბადებით მდიდარი ნიტრატჯგუფები.

მას წარმატებით შეუძლია შეცვალოს ტოქსიკური ამონიუმის პერქლორატი (NH4ClO4), მაგრამ მისი უშუალოდ გამოყენება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება მისი მაღალი მგრძნობიარობის გამო ხახუნის მიმართ. იგი ადვილად იძლება აფეთქებით.

ორგანულ დამჟანგველებს მიაკუთვნებენ ნაერთებს, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წვის (ან დაშლის) შედეგად ძირითად ნივთიერებებთან (მაგ. წყალი, აზოტი, ნახშირბადის დიოქსიდი და სხვა) ერთად მიიღება ჟანგბადიც.

 

სრულად

 

წყარო:Chem. Commun., 2016, 52, 916 (DOI: 10.1039/c5cc09010e

 

გამოქვეყნებულია: 26-01-2018