სიახლეები

 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია “ოქროს რიცხვი 2023“

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ტარდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია “ოქროს რიცხვი - 2023“. აღმოსავლეთ კონფერენციას 2023 წლის 7 მაისს ქ. თბილისში უმასპინძლებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტი, ხოლო დასავლეთ კონფერენციას - 2023 წლის 14 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალაქ ქუთაისში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: http://chemclub.edu.ge/conf/2023/index.php

 

 

გამოქვეყნებულია: 04-02-2023