ესეების კონკურსი ქიმიის მასწავლებელებისა და სტუდენტებისათვის.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია პროფესორ გიორგი (გოგი)  ჭირაქაძის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქიმიის მასწავლებლებისა და ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  აცხადებს ესების  კონკურსს „ქიმია და ჩემი ცხოვრება“.

 

კონკურსის მიზანია ქიმიის მეცნიერების  და ქიმიკოსის  პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

 

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს  საუკეთესო ესეების ათეულს, რომელიც გამოქვეყნდება ჟურნალში  „ქიმიის უწყებანი“, ხოლო საუკეთესო ესსეს ავტორს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სპეციალური პრიზით დააჯილდოებს.

 

საკონკურსო ესეები  უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე:  elizbarashvili@gtu.ge.

 

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს   2- დან  5 გვერდამდე.

 

საკონკურსო ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 დეკემბერი!  

  

გამოქვეყნებულია: 27-11-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას