მზადება IChO-2020-თვის

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია იწყებს მზადებას ქიმიის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადისათვის (IChO-2020), რისთვისაც იწვევს ქიმიით დაინტერესებულ უფროს კლასელ მოსწავლეებს.

მეცადინეობები ჩატარდება 15 ოქტომბრიდან  შემდეგი განრიგით:

  1. ორგანული ქიმია- ორშაბათი, 16:00 სთ (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)
  2. ფიზიკური და ქვანტური ქიმია - ოთხშაბათი, 16:00 სთ (კომაროვის სახეობის სკოლა)
  3. ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმია - პარასკევი, 16:00სთ (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 7 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

2020 წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება სტამბულში (თურქეთი). ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ IChO-2020-ის ვებ გვერდს.

საერთაშორისო ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისათვის საჭიროა ქიმიაში ეროვნულ ოლიმპიადაში საუკეთესო ათეულში მოხვედრა და დამატებითი,  საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ორი ტურის გავლა.

  

გამოქვეყნებულია: 03-10-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას