მზადება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის (IChO-51)

მიმდინარეობს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრებისა და რეზერვის ინტენსიურ მეცადინეობა. ყოველდღიურად საქართველოს ნაკრები, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკულ წვრთნებს გადის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე.

 

2019 წელს საქართველოს სახელით ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც 21-30 ივლისს ჩატარდება საფრანგეთსი (პარიზი), იასპარეზებენ საბა გოგიჩაიშვილი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), გვანცა მარგველაშვილი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), ნინი აბესაძე (სსიპ - ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, მე-11 კლასი), ლაშა ხუციშვილი (სსიპ - ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი).

 

ოლიმპიური ნაკრების რეზერვში წელს სამწუხაროდ ოთხი მოსწავლეს ნაცვლად მხოლოდ ერთი წევრი სსიპ - ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლა, მე-11 კლასის მოსწავლე ავთანდილ გიორგაძე გვყავს.

 

მეცადინეობებს უძღვებიან მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი და ნათია ოჩხიკიძე.

 

აღსანიშნავია, რომ წვრთნებში აქტიურად არიან ჩართულნი გასული წლების ოლიმპიელები გიორგი პეტრიაშვილი, ლევან გოჯიაშვილი, დავით რიჟინაშვილი და ალექსანდრე ფიჩხაძე.

  

გამოქვეყნებულია: 11-07-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას