“ოქროს რიცხვი-2019“ აღმოსავლეთის კონფერენცია ჩატარდა.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია "ოქროს რიცხვი" ჩაატარა.  კონფერენცია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში გაიმართა.

 

პროექტი მიზნად ისახავდა,  ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში,  ქიმიის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებას საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრების ჩატარებით, საქართველოს სკოლებში ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნას და   ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას.

 

პროექტის ფარგლებში,  საქართველოს 12 რეგიონში ჩატარდა 124 სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ხუთასამდე მასწავლებელი. საქართველოს მასშტაბით შექმნილია 321 ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი  და მათი რიცხვი თანდათან  იზრდება. კლუბების მიერ განხორციელებული პროექტების ნახვა შესაძლებელია  ელექტრონულ მისამართზე.  http://www.chemclub.edu.ge/.

 

კონფერენციაზე, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელიზბარ ელიზბარაშვილმა,  შეაჯამა  გაწეული საქმიანობა. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც მიღწევებზე,  ასევე, სამომავლოდ  აუცილებლად განსახორციელებელ საქმიანობებზე და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს.

 

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ  ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრი მოსწავლეები და მათ, პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული კვლევითი პროექტების  შედეგები,  პოსტერული მოხსენებით  წარმოადგინეს კონფერენციაზე.

 

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენცია ყოველწლიური უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქიმიის  სწავლებას და პოპულარიზაციას, ასევე კოლეგებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობას.



სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.chemclub.edu.ge/conf/2019

კონფერენციის ამსახველი ფოტო კოლაჟი იხილეთ ბმულზე.

“ოქროს რიცხვი-2019“ დასავლეთის კონფერენცია ჩატარდება 25 მაისს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  

გამოქვეყნებულია: 20-05-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას