აგრარულ უნივერსიტეტში მორიგი მესამე შეხვედრა „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის შექმნის“ პროექტის ფარგლებში

20-21 აპრილს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტ „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის“ ქსელის შექმნის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს უშუალოდ სკოლის კლუბის საიტის მართვის საკითხები. შენცედრას უძღვებოდა ინგა ლომაძე.

 

შეხვედრაზე პედაგოგთა დიდი ინტერესი გამოიწვია საიტის მართვასთან და მის შინაარსობრივ განახლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვამ. შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ საიტისთან მუდმივი მუშაობის პრაქტიკა და მასალების ატვირთვა დამატებით სტიმულს მისცემს მათ, რათა დახვეწონ თავიანთი კომპიუტერული უნარები.

პედაგოგები ეზიარენ საიტთან და მის კონტენთთან მუშაობის პირველ გამოცდილებას. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენციის საკითხები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსწავლეთა პროექტების თემატიკებთან, მათი წარდგენი ფორმათტან და ა.შ.

შეხვედრის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მოსწავლეების საპროექტო მოღვაწეობა პირველ რიგში არა მხოლოდ მოსწავლეების ერთერთი სწავლების ხერხია, რომელიც ავითარებს უნარ-ჩვევების არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთათვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ამიტომ მასწავლებლის მიერ პროექტების თემატიკა კარგად უნდა იყოს გააზრებული. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, განიხილეს საკითხი ქიმიაში მოსწავლის საპროექტო საქმიანობასთან მიმართებაში მასწავლებლის როლზე.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

 

  

გამოქვეყნებულია: 25-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას