სპქა-მ გააგრძელა შეხვედრების მესამე ციკლი საჩხერის რეგიონში

9 აპრილს სპქა-მ გააგრძელა შეხვედრების მესამე ციკლი საჩხერის და ჭიათურის რაიონის პედაგოგებთან სსიპ ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლაში. შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი თეა მათითაიშვილი.

მესამე სამუშაო შეხვედრა პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ისინი გაეცნენ ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ ვებ-გვეძრე ინფორმაციის ატვირთვის ტექნოლოგიებს. ინდივიდუალურად, პრაქტიკულად განახორციელეს კლუბის გვერძე წევრების ფოტოების ატვირთვა, ინფორმაციის დამატება, სიახლეების განთავსება, ქიმიური ექსპერიმენტებისთვის საიტიდან მისამართის გადმოტანა-დაკოპირება და პრეზენტაციის განთავსება.


რამდენიმე მასწავლებელს უკვე ქონდა დარეგისტრირებული კლუბი, მონაწილეების უმრავლესობამ კი გამოთქვა სურვილი და მზაობა, რომ განახორციელებდნენ პორტალზე საკუთარი კლუბის რეგისტრაციას და აქტიურად ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან.


სპქა დიდ მადლობას უხდის სსიპ ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლას, როგორც პარტნიორს და მის დირექტორს, ქალბატონ ლენა გომართელს მთელი პროექტის ფარგლებში გვერდით დგომისთვის და საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნისთვის როგორც მონაწილე პედაგოგებისთვის, ასევე მენტორებისთვის.


სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.


შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 20-05-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას