შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ქიმიის მასწავლებლებთან

6 აპრილს  სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქიმიის მასწავლებლების მორიგი შეხვედრა -  საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და  მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის  ,, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელების შექმნა“ ფარგლებში.  


შეხვედრის მიზანი იყო ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების პორტალზე მუშაობის ინსტრუქციის დამუშავება და პრაქტიკული ამოცანების შესრულება.

შეხვედრამ ჩაიარა მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით, დამოუკიდებლად იმუშავეს ვებ-გვერდზე და მიიღეს დამატებითი  ინფორმაცია კლუბში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 24-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას