ერთობლივი კვლევა გრძელდება

2018 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა რცხილაძე, ანა კალინიჩენკო, გიგა კობახიძე, ნინო ხელიძე, მარიამ მამისეიშვილი, ალექსანდრე ქერქაძე, მარიამ ვახტანგიშვილი და ქიმიის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი ერთობლივი პროექტის „სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“ ფარგლებში.



მოსწავლეებმა პროექტის ასისტენტის თენგიზ ნოზაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს სალენის ტიპის კომპლექსის სინთეზი. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებით კვლევას გააგრძელებენ სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბში და დაამზადებენ სალენის ტიპის კომპლექსებს სხვადასხვა მეტალებთან.



კვლევის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია მიღებულ კომპლექსების ბიოლოგიური აქტიურობის თვისებების შესწავლა.



მიმდინარე კვლევა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილოებით“ ფარგლებში (გრანტი SCR/10/4/2018).

  

გამოქვეყნებულია: 04-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას