შეხვედრა ოლიმპიელებთან

მიხეილ ბატიაშვილი: „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდი“, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია და სახელმწიფო თქვენზე შესაბამისად იზრუნებს“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო და რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებთან მეცნიერების განვითარებაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა მათთან ერთად მიმდინარე გამოწვევები განიხილა. მიხეილ ბატიაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალი იდეების გენერირება და პროექტების განხორციელება მათი ჩართულობით განხორციელდება, რადგან საქართველოს მეცნიერების წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, სწორედ მათ ხელშია.

მინისტრის თქმით, მეცნიერებაზე, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტზე ზრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. შესაბამისად, მოსწავლეებთან შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.



წყარო:
მასალა სრულად იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ გვერდზე

  

გამოქვეყნებულია: 14-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას