საქართველოში პირველი ბიოდიზელის საწარმო გაიხსნა

საქართველოში პირველი „ბიოდიზელის“ საწარმო გაიხსნა. ინიციატივა ნავთობკომპანია ფრეგოს ეკუთვნის, კომპანია ბიოდიზელ ჯორჯიასთან ერთად. ბიოდიზელი ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავია, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მაშინ როცა საერთაშორისო გათვლებით და გაანგარიშებებით, მხოლოდ ერთ ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს სამ ტონამდე ნახშირორჟანგი ემატება. „ბიოდიზელის“ დამზადებისთვის საჭირო ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს მეორადი გამოყენების საკვები ზეთი წარმოადგენს. შესაბამისად, ის კარგი საშუალებაა ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

როგორც კომანიის გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია ამბობს, საწარმოს ნედლეულის ძირითადი მომწოდები დღეის მდგომარეობით მაკდონალდსი რესტორნების ქსელია. პირველ ეტაპზე საწარმოს შესაქმნელად ბიოდიზელ ჯორჯიამ 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მომავალში წარმადობის გაზრდის პარალელურად 10 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

სტატია სრულად იხილეთ www.bm.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 10-07-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას