საქართველო მენდელეევის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადაზე

დღეს საქართველოს ქიმიის საერთაშორისო ნაკრები მენდელეევის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადაზე გაემგზავრა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები არიან:

1. პეტრიაშვილი გიორგი (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა)

2. რიჟინაშვილი დავითი (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა)

3. გოჯიაშვილი ლევან (სკოლა „აია-ჯესი“)

4. გოგიჩაიშვილი საბა (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა)

ნაკრებს ხელმძღვანელობს თინათინ ბუთხუზი.

მიმდინარე წელს ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანაა ბელარუსი.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, უნგრეთის, საქართველოს, ისრაელის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის, რუსეთის, რუმინეთის, საუდის არაბეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, თურქეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ხორვატიისა და ესტონეთის გუნდები.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მოიცავს ორ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლამ.

  

გამოქვეყნებულია: 22-04-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას