ქეთევან კუპატაძე: “რკინაი“

რკინის შესახებ წლების წინ დავწერე. შესავალში მკითხველის შესაყოლიებლად გალაკტიონის სტრიქონებს მივმართე – „მომკლავს მე უშენობა“-მეთქი. იქვე ვაგრძელებდი, ნამდვილად მოვკვდები, გავფითრდები, ვეღარ დავიძინებ, ხშირად დავიღლები, მერე რაც დამემართება, მაგაზე ფიქრიც კი აღარ მსურს-მეთქი. თუმცა, უკვე მეორე აბზაციდანვე ირკვეოდა, რომ ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები, რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები იყო. მე კი გალაკტიონი ძალიან მორიდებით მოვიშველიე და ინტერესის გამოსაწვევად მისივე ლექსის სიტყვებით „ვითამაშე“. პოტენციური მკითხველის დაინტერესება მსურდა, მასწავლებელმა კი მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ინტერესია ყველაზე მთავარი, შემდეგ ჩნდება განწყობა და საქმის კეთების სურვილი. თორემ სულ იოლია გაკვეთილი ისე უინტერესოდ, დუნედ და მოსაწყენად გადააქციო, რომ უკვე მზა მოტივაციით მოსული, ჩამოყალიბებული ადამიანიც კი დააფრთხო და აფიქრებინო, ნეტავ აქ არ მატარა და თავად ვისწავლი ყველაფერსო.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 17-02-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას