ქიმია სამეცნიერო პოპულარული სტატიებით

22 იანვარს, 17 საათზე, E309 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერების და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭო მართავს საჯარო ლექციას თემაზე- "ქიმია სამეცნიერო პოპულარული სტატიებით".

ლექციას წაიკითხავს ქეთევან კუპატაძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, შემდეგ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ამჟამად კი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. კურსებს კითხულობს ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულებით (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ქიმია, ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია. არის ქიმიის ექსპერტი და ავტორი ინტერნეტგაზეთის „მასწავლებელი“.

დასწრება თავისუფალია!

პატივისცემით, საბუნებისმეტყველო მეცნიერების და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭო.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

  

გამოქვეყნებულია: 17-02-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას