ლიტერატურული კონკურსის შედეგები ცნობილია!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული ლიტერატურულ კონკურის მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ დასრულდა.

დაჯილდოება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.



გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ:

I ადგილი – ეკა ქევანიშვილი– მე არ ვარ, მასწ

II ადგილი – ზურა აბაშიძე– საშტატო ერთეულები

III ადგილი – ლუკა ბაქანიძე – ისროდნენ, მასწ



გამარჯვებულებს ლიბერთი ბანკისაგან გადაეცათ ფულადი პრემია და „მასწაველებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან“ – პერსონალური პორტატიული კომპიუტერები.



კონკურსის მხარდამჭერების და პარტნიორების პრიზები გადაეცათ:



„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის”– პრიზი- თორნიკე ჭელიძეს- “ჯავახეთის დღიური“



გამომცემლობა „ინტელექტის“ პრიზი- ინა არჩუაშვილის- „დედუკა ბექაური“ და

ნინია სადღობელაშვილის- ვერცხლის სამაჯური



გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ – პრიზები გადაეცა- ლევან ლორია -„კურუმ, კურუმ“ და დიანა ანფიმიადს – „კავშირი“

კონკურსის საუკეთესო ათეულს სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალმა „მასწავლებელმა“ და ინტერნეტგაზეთმა „maswavlebeli.ge“-მ.

კონკურსის ორგანიზატორები, განსაკუთრებულ მადლობას უხდის “ლიბერთი ბანკს” მხარდაჭერისათვის ასევე კონკურსის პარტნიორებს.



განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს: ნენე კვინიკაძეს, ლევან ბერძენიშვილს, ზვიად კვარაცხელიას, დავით გაბუნიას, მარი კორინთელს გაწეული სამუშაოსათვის.

დიდი მადლობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

საუკეთესო ათეულის მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ზე.



წყარო

  

გამოქვეყნებულია: 02-10-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას