სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - გზაგასაყარი უდაბნოში

ასე ერქვა პატარა მოთხრობას, რომელიც დიდი ხნის წინ რომელიღაც გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე ამოვიკითხე. მას შემდეგ ამ მოთხრობის გმირები სულ თვალწინ მიდგანან. შევეცდები, გიამბოთ მისი შინაარსი.

უდაბნოს გრძელ ბილიკს თაკარა მზის ქვეშ ორი გლახაკი დასდგომოდა. კერიის მიტოვება ორივეს დუხჭირი ცხოვრებით გამო მოუწია. გზაც თითქმის ერთი ჰქონდათ - უდაბნოს მეორე ნაპირი. ერთს იქ პორტი ეგულებოდა, მეორეს - საყდარი. პირველს იმედი ჰქონდა, პორტში რაიმე საქმეს იპოვიდა, ცოტა ფულს იშოვიდა, თავსაც გაიტანდა და შინ დარჩენილ ცოლ-შვილსაც დააპურებდა... მეორეს გაეგონა ძველი სასწაულმოქმედი ეკლესიის ამბავი და იქ მიეჩქარებოდა. ეს მისი უკანასკნელი იმედი იყო. მანამდე თავის მხარეში ყველა წმინდა ადგილი მოელოცა, მრავალჯერ დაჩოქილიყო ხატების წინაშე, მრავალი საათი გაეტარებინა ვედრებაში, შეეწიეო, უფალო, ჩემს ოჯახს, მაგრამ მუდმივი თანამგზავრებისთვის - შიმშილისა და სიცივისთვის - ვერა და ვერ დაეღწია თავი.

მიუყვებოდა ბილიკს ეს ორი გლახაკი - მაშვრალი და მლოცველი - და დაუსრულებელ, მომქანცველ გზას ფიქრებით იმოკლებდა. ერთმანეთს ბილიკზე შეხვედრისას გამოლაპარაკნენ. გაანდეს თავ-თავიანთი გულისნადები და მიხვდნენ რა, რომ მათი გზები უდაბნოს ბოლოს უნდა გაყრილიყო, დადუმდნენ... გზას ჩუმად მიუყვებოდნენ. ერთი კია, ერთმანეთის ფიქრები თითქმის ესმოდათ...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 29-07-2013