სიახლეები

 

ქეთევან კუპატაძე:სად ვიპოვოთ „კეთილი ქოლესტერინი“

თუ კვერცხს ხშირად მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმში "ბოროტი" ქოლესტერინი მოიმატებს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ კვერცხის გულში A, E და D ვიტამინები შედის, რომლებიც მხედველობის, ახალგაზრდობისა და მტკიცე ძვლების ვიტამინებადაა ცნობილი.

თუ ქოლესტერინის დონე სისხლში მომატებულია, მისი ბუნებრივი მტერი - მჟავე ვაშლი მიირთვით. დღეში სამი ასეთი ვაშლი და ქოლესტერინი დამარცხებულია. ოღონდ ეს ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ, თორემ ათასში ერთხელ ვაშლის შეჭმა შედეგს ნამდვილად ვერ გამოიღებს.

"კეთილი" ქოლესტერინი სადღა ვიპოვოთ? ფრინველის ხორცსა და თევზში - სწორედ აქ არის მისი საბადო! განსაკუთრებით მდიდარი ინდაურის ხორცია. გარდა ამისა, ის ამინმჟავა L-ტრიფტოფანს შეიცავს, რომელიც 5-ჰიდროქსიტრიფტოფანად გარდაიქმნება, ის კი ბედნიერების ჰორმონს -სეროტონინს წარმოქმნის. თავს ბედნიერად შავი შოკოლადი და ბანანიც გაგრძნობინებთ - თქვენ მათ მიირთმევთ, ისინი კი სანაცვლოდ სეროტონინს გაძლევენ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 18-05-2013