სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია სკოლა “ბინულისა“ და “ზურგჩანთას“ მე-8 კლასის მოსწავლე ნატალი ღლონტი



 

 

მეგონა ქიმია მხოლოდ ექსპერიმენტები იყო...

გაგვეცანით?
მე ვარ ნატალი ღლონტი,  13 წლის. ვსწავლობ საერო სკოლა „ბინულში“.

მაინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, განსაკუთრებით კი ქიმია. ჩემი ჰობია მუსიკის  მოსმენა და ცეკვა.

 

რამ გამოიწვია თქვენი ქიმიისადმი ინტერესი?

ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, რადგან ქიმია ექსპერიმენტული საგანია, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება.  სწავლაც ამიტომ გადავწყვიტე.

 

რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლაზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?  

ვიფიქრე, რომ  ონლაინ სკოლა ‘’ზურგჩანთა’’ ქიმიის სწავლაში და უკეთ გააზრებაში დამეხმარებოდა და არც შევმცდარვარ.

 

რა ცოდნა მოგცათ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ"?

ონლაინ სკოლა ‘’ზურგჩანთა’’ ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მეგონა ქიმია მხოლოდ ექსპერიმენტები იყო, აქ კი მივხვდი რომ ექსპერიმენტების გარეშეც ძალიან საინტერესო საგანია. სკოლის გაკვეთილებზეც ბევრად თავდაჯერებული ვარ, რადგან ბევრი გაკვეთილი უკვე „ზურგჩანთიდან“ ვიცი.

 

რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

„ზურგჩანთის“ გაკვეთილები საინტერესო და სახალისოა, ძალიან საყვარელი მასწავლებლები მყავს, მომწონს რომ ბევრი სხვა სკოლის მოსწავლეც გავიცანი. სიამოვნებით ველოდები იმ დღეებს, როცა ზურგჩანთის გაკვეთილები მაქვს.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 04-05-2022