სტუმრები

2014 წლის 10 მაისს ქ.თბილისში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში". კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე. პარტნიორი ორგანიზაციები: მასწავლებელთა განვითარების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თიბისი ბანკი.



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

დღეს ჩვეენი სტუმარია საქართვლეოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პოფესორი, საქართვლეოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი ქალბატონი ჟუჟუნა პეტრიაშვილი.

 

 

ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში

- ქალბატონი ჟუჟუნა, თქვენ მონაწილოებდით 2014 წლის 10 მაისს ქ. თბილისში გაიმართულ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში "ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თიბისი ბანკი.  რას იტყოდით კონფერენციის მიზნების და თემატიკის შესახებ?

 

მოხსენებათა თემები ძირითადად ეხებოდა სწავლების თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს ზოგადად და განსაკუთრებით ზოგადსაგანმათლებო სკოლებში.

კონფერენციის მიზანი გახლდათ პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე აზრთა გაზიარება და სწავლების ახალი, ეფექტური, ინოვაციური ფორმების მოძიება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეირჩა კონკურსის შედეგად, წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. თემები წარმოდგენილი იყო როგორც ზეპირი, ასევე სტენდური პრეზენტაციის სახით.

 

- რას იტყოდით მონაწილეების შესახებ?

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საწართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, ევროპული სკოლა, განათლების სპეციალისტები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

- რას იტყოდით ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შესახებ?

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო ორი მოხსენება, რომელთა თემა იყო სწავლების ელექტრონული მეთოდების გამოყენება.

საინტერესო მოხსენება გააკეთა ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრულმა პროფესორმა, ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძრვანელმა დავით სონღულაშვილმა. მისი მოხსენების თემა გახლდათ "ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები ფიზიკაში" , რის საფუძველზეც მან საზოგადოებას გააცნო ელექტრონული სწავლების ახალი მეთოდები.

მოხსენება სათაურით "ვირტუალური ლაბორატორია ქიმიის სწავლებაში"წარმოდგენილ იქნა ჩემს მიერ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩემი და ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორის ია მოსაშვილის მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა სადემონსტრაციო მასალის და ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შექმნასა და დანერგვაზე ზოგად ქიმიაში. მოხსენების კვლევის ობიექტად ავირჩიეთ ერთ-ერთი ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაო და ჩავატარეთ პრაქტიკული კვლევა სკოლის "XXI საუკუნე" X კლასში. კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა ვირტუალური სამუშაოს გავლენა მოსწავლეების მიერ არჩეული საკითხის უკეთ გააზრებასა და შესწავლაში და ვირტუალური სამუშაოს როლი მათი მოტივაციის ამაღლებაში.

 

კონფერენციის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო მასალა: 

        

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 13-05-2014