მეცნიერება

ახალი პოლიაზომეთინური საღებრები

 

საკვანძო სიტყვები:  ტეტრაკისაზო საღებარი, ერთ–სტადიანი სინთეზი, აზომეთინური პიგმენტი, იმობილიზაცია

 

შესწავლილია 20–წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთების აზოშეუღლების რეაქცია 3–ნიტრო– და 2,4–დინიტროფენილდიაზონიუმის მარილებთან წყლისა და ქლოროფორმის არეში ფაზათშორისი კატალიზის პირობებში მორეაგირე კომპონენტების 1:1–დან 1:20–მდე მოლური თანაფარდობისას. დადგენილია, რომ დიაზო კომპონენტი: აზოკომპონენტი თანაფარდობისას მიიღება მაკროციკლური პოლიაზომეთინის მონოაზონაწარმი, ხოლო 20:1 მოლური თანაფარდობისას კი – ტეტრაკის–აზონაწარმი. ამასანავე დადგენილია, რომ ფაზათშორისი კატალიზის პირობებში (ქლოროფორმის არე) 3–ნირტოფენილდოაზონიუმის ქლორიდი უმოქმედოა მაკროციკლურ პოლიაზომეთინთან.

სქემა 1. აზოშეუღლების რეაქცია მაკროციკლურ პოლიაზომენიურ ნაერთსა და 3–ნიტროფენილ–  ან 2,4–დინიტროფენილდიაზონიუმის ტეტრაფთორბორატს  შორის წყლისა და ქლოროფორმის არეში რეაგენტების მოლური თანაფარდობისას 1:2 (მოლი\მოლი)

სქემა 2. აზოშეუღლების რეაქცია მაკროციკლურ პოლიაზომენიურ ნაერთსა და 3–ნიტროფენილ– ან 2,4–დინიტროფენილდიაზონიუმის ტეტრაფთორბორატს შორის წყლისა და ქლოროფორმის არეში რეაგენტების მოლური თანაფარდობისას 1:20 (მოლი/მოლი) 

შესწავლილია აზოშეუღლების რეაქციის კინეტიკა, რისთვისაც აზოშეუღლების პროცესი ჩატარებულია ფსევდო–პირველი რიგის რეაქციის პირობებში. დადგენილია, რომ აზოშეუღლების რეაქციის სიჩქარის ფსევდო–პირველი რიგის კონსტანტების მნიშვნელობები დამოკიდებულია სარეაქციო არეზე და შეადგენს 1.157x10-5 წმ–1 და 8.680x10-6 წმ–1 წყლისა და ქლოროფორმის არეში შესაბამისად.

შესწავლილია 20–წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთების ტეტრაკის–3–ნიტრო–/2,4–დინიტროფენილაზო ნაწარმების ფიზიკურ–ქიმიური და სპექტრული თვისებები. დადენილია, რომ 20–წევრიანი მაროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთები წარმოადგენენ კარგ პრეკურსორ ნაერთებს ტეტრაკის–აზოსაღებრების მისაღებად. მიღებული პოლიფუნქციური საღებრები ხასიათებიან ღრმა ფერით, ექსტინქციის მაღალი მნიშვნელობებით, კაპრონისა და პოლიესტერულ ბოჭკოზე ამოკრების კარგი უნარით. შეღებილი ნიმუშები ხასიათდებიან კარგი ტექნიკური თვისებებით გარეგანი ფიზიკურ–ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამასთანავე დადგენილია, რომ 3–ნიტრო–/2,4–დინიტროფენილაზო ჯგუფების ჩანაცვლება იწვევს ლუმინესცენციის ჩახშობას.

განხორციელებულია პოლიაზომეთინური ნაერთების იმობილიზცია ციანურქლორიდით წინასწარ გააქტიურებული სილკაგელის ზედაპირზე. დადგენილია, რომ მაკროციკლური პოლიაზომეთინური საღებრების სილიკაგელის ზედაპირზე იმობილიზაცია არ იწვევს ლუმინესცენციის ჩახშობას და საშუალებას იძლევა მიღებული იქნას ჰეტეროფუნქციური ლუმინოფორული პიგმენტები.

 

 

პუბლიკაციები, პატენტები, გრანტები

1. Elizbarashvili E., Matitaishvili T., Topuria Kh. Synthesis of Macrocyclic Polyazomethines. Journal of Brazilian Chemical Society. 2007, 18, 6, 1254-1258.

2. Lagvilava I., Matitaishvili T., Iardalashvili I., Elizbarashvili E. A one-pot synthesis of some novel tetrakisazo disperse dyes bearing twenty-membered macrocyclic polyazomethine. Collection of Czechoslovak Chemical Communications, 2009, 74, 3, 409-418

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, elizbarashvili@gtu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის მიმართულება