ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

დღეს წარმოგიდგენთ ნაერთებს სერიიდან „ფერადი ქიმია“. ვისაუბროთ არაორგანულ პიგმენტებზე, რომლებიც საღებავებს ფერს აძლევენ. რასაკვირველია, ბევრი არაორგანული პიგმენტი არსებობს, თუმცა ამ ინფოგრაფიკაზე მხოლოდ მათი ნაწილია წარმოდგენილი. არსებობს, აგრეთვე, ორგანული პიგმენტებიც, რომლებიც ამ სტატიაში არაა განხილული (თუმცა მომავალისთვის შეიძლება).

 

ზოგადად საღებავი შეიცავს შემკვრელ ნივთიერებას, გამხსნელსა და პიგმენტს. შემკვრელ ნივთიერებას წარმოადგენს პოლიმერი, რომელიც საღებავშია გახსნილი ან ემულგატორით არის შეტანილი. ემულგატორის როლია - პიგმენტის ზედაპირზე დაკავება. ემულსიურ საღებავებში გამხსნელად წყალია ხოლმე გამოყენებული, ხოლო ზოგიერთ ორგანულ საღებავში გამხსნელად ტურპენტინს იყენებენ.

პიგმენტი შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე - არაორგანული. ...

სრულად

ფერი, ქიმია, პიგმენტი, ფერი, საღებავი, ემულსია

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფაქტორმა რეაქციის მსვლელობაზე? ეს ის ფუნდამენტური მასალაა, რომელსაც სკოლის ქიმიის კურსიც კი მოიცავს. მოცემული ინფოგრაფიკაზე მოცემული რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ინფოგრაფიკის გამოყენება მოსწავლეებს/სტუდენტებს/მასწავლებლებს შეუძლიათ, აქვე განვიხილავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა სახით ვხვდებით ამ ფენომენს.

 

სანამ განვიხილავდეთ ფაქტორებს, რომლებიც ქიმიური რეაქციის სიჩქარის ცვლილება შეუძლიათ, საჭიროა, დავფიქრდეთ, თუ როგორ მიდის ქიმიური რეაქცია. „დაჯახების თეორია“ მარტივად ხსნის ამას. იმისათვის, რომ ქიმიური რეაქცია წარიმართოს, საჭიროა ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახება თანაც იმ ენერგიით, რომ მოხდეს ქიმიური ბმების გაწყვეტა და რეაქციის დაწყება. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ნაწილაკები ...

სრულად

კინეტიკა, ქიმია, რეაქციის სიჩქარე

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

აღდგომა გვიახლოვდება, მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კვერცხი, თუმცა ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტის - კვერცხის - ქიმია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპლექსურია. ამ გრაფიკაზე მოკლედ მიმოვიხილოთ კვერცხის ქიმიური შედგენილობა და რჩევები, რომლებიც კვერცხის მოხარშვისთვის გამოსადეგია.

 

კვერცხის გარსი

ლოგიკური იქნება, თავდაპირველად რომ ვისაუბროთ კვერცხის გარსზე და ნელ-ნელა განვიხილოთ კვერცხის თითოეული ნაწილი. კვერცხის გარსი ძირითადად შედგება კალციუმის კარბონატისგან, ნივთიერებისგან, რომელიც შედის კიბოსნაირების შრის შედგენილობაში, აგრეთვე ცარცში და კირქვაში. კალციუმის კარბონატის ნანონაწილაკები ცილების მიერ წესრიგდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება კალციტური შრე. გარსი ბოლომდე მყარი არაა - მას აქვს ათასობით მცირე ფორი (საშუალოდ 9 000), რომლებიც აირების ...

სრულად

მოხარშული კვერცხი, აღდგომა, საკვები, საჭმელი, კვერცხის ნაჭუჭი, ალბუმინი

 

 

s