ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

pH სკალა ჩვენთვის ცნობილი სკალაა. უმეტეს ადამიანს, ალბათ, ის ქიმიის გაკვეთილებიდან ახსოვს, ესაა სკალა, რომელიც გამოიყენება, რათა შეფასდეს რამდენად ძლიერი მჟავა/ტუტე არე აქვს ხსნარს. რიცხვები, რომლებიც ფერებს შეესაბამება, pH-ის მნიშვნელობებია, რომლებზეც უნივერსალური ინდიკატორი შესაბამის ფერს იღებს. ბევრ ადამიანს არ ეცოდინება pH-ის უკან მდგომი ქიმია, მაინც საიდან მოვიდა ეს რიცხვები?

 

სინამდვილეში აღნიშვნაში pH ნაწილობრივ გადმოცემულია მისი შინაარსი. „H“ pH-ში აღნიშნავს ელემენტ წყალბადს. მარტივად რომ ვთქვათ, pH სკალა გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის წყალბადიონებია ხსნარში: რაც უფრო მეტია წყალბადის კატიონი ხსნარში, მით მცირეა pH. რაც შეეხება „p“-ს pH-ში, იგი ქიმიკოსებისთვის მათემატიკური ოპერაცია ‘-log10’-ს. აღნიშნავს. ...

სრულად

მჟავები, ფუძეები, მეცნიერება, უნივერსალური ინდიკატორი, pH

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ვიტამინები ჩვენი დღიური კვების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდად არ გიფიქრიათ, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი ქიმიური სტრუქტურა. ეს ინფოგრაფიკა 13-ივე ვიტამინის სტრუქტურას ასახავს. აღსანიშნავია, რომ არსებობს მათი ვარიაციები, რაც დამოკიდებულია ვიტამინის წყაროზე, თუმცა ორგანიზმში მოხვედრისას ესენი არიან მთავარი „მოთამაშეები“. ისინი სხვადასხვა როლს ასრულებენ ორგანიზმში. ქვემოთ მოცემულია მოკლე აღწერა, თუ რაში ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ეს ნაერთები.

 

პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რა ტიპის ქიმიურ ნაერთს ეწოდება ვიტამინი. ვიტამინი განსაზღვრულია, როგორც ორგანული ნივთიერება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ ამ უკანასკნელს არ აქვს უნარი, რომ საკუთარ ორგანიზმში დაასინთეზოს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც სჭირდება. რომ დავაზუსტოთ, ამ ...

სრულად

ქიმია, ნუტრიენტები, ვიტამინები, ჯანმრთელობა, კვება, მეცნიერება

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

დღეს, 23 ოქტომბერს, მოლის დღეა. ეს დღე ძირითადად ქიმიკოსების საზოგადოებაშია გავრცელებული. მოლი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავთვალოთ, თუ რა რაოდენობა ესა თუ ის ნივთიერება შევიდა/წარმოიქმნა რეაქციის დროს. ესაა ფუნდამენრური ცნება, რომელსაც ქიმიკოსები იყენებენ.

 

ქიმიკოსების პრობლემა ატომებთან და მოლეკულებთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს ნაწილაკები ძალზე მცირენი არიან, რაც მათ დათვლას შეუძლებელს ხდის. იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მცირე ზომისაა ატომი, პოპულარულ ანალოგიას შემოგთავაზებთ: დედამიწაში იმდენი ვაშლი ჩაეტევა, რამდენი ატომიც ჩაეტევა ვაშლში. როდესაც რეაქციას ვატარებთ, ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა რაოდენობის ნივთიერებას მივიღებთ ან რა რაოდენობის რეაქტივები უნდა ავიღოთ, მაგრამ ატომების უზარმაზარი რაოდენობა თუნდაც მცირე ნიმუშში, ძალზე მოუხერხებელს ხდის ამ ...

სრულად

ატომები, მოლეკულები, ქიმია, რეაქცია, მოლი, მოლის დღე, ავოგადრო

 

 

s